თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ანკარას არ სურს NATO-სს „მონაწილეობა“ უკრაინის ომში, მაგრამ მხარს უჭერს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. ამის შესახებ მან პრაღაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, წერს AFP.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის დახმარების გაგრძელებას და უკრაინის უნარს რუსეთის შეკავებაში".
"მაგრამ ჩვენ არ გვინდა NATO-ს მონაწილეობა ამ ომში. ჩვენ გვჯერა, რომ უნდა იყოს ბალანსი ამ ორ საკითხს შორის, როგორც წევრი ქვეყნების, ასევე NATO-ს მხრიდან", - დასძინა ფიდანმა და გააფრთხილა, რომ კონფლიქტი შეიძლება გავრცელდეს რეგიონში და გამოიწვიოს უარესი კრიზისები.
მანამდე NATO–ს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა, რომ უკრაინას არ უწესებენ შეზღუდვებს, მათ მიერ მიწოდებული იარაღი გამოიყენონ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დარტყმისთვის, ვინაიდან უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება.