მიიჩნეოდა, რომ მსახიობ კიანუ რივზს სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა არ ჰქონდა. თუმცა, ათწლეულების განმავლობაში, პირველად, ის წითელ ხალიჩაზე მეგობარ ქალთან ერთად გამოჩნდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
კვირის ბოლოს კიანუ რივზი თავის ბიზნეს პარტნიორ ალექსანდრა გრანტთან ერთად საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. ისინი ლოს-ანჟელესში Gucci-ის ორგანიზებით გამართულ LACMA ხელოვნებისა და ფილმების გალას დაესწრნენ.
55 წლის მსახიობი და 46 წლის არტისტი ღონისძიებაზე ერთმანეთს არ შორდებოდნენ და სიყვარულით სავსე მზერით უქცერდნენ ერთმანეთს, როდესაც საერთაშორისო პრესის წინ პოზირებდნენ. სავარაუდოდ, ისინი იმის დემონსტრირებას ცდილობდნენ, რომ დასამალი არაფერი ჰქონდათ.

"კიანუ რივზი ამაყად გამოიყურებოდა იმ ქალთან ერთად, რომელმაც მისი გული დაიპყრო",-
წერს ბრიტანული ტაბლოიდი.

წყვილი ასევე ლოს ანჯელესის ხელოვნების მუზეუმშიც დააფიქსირეს. უკვე აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ მსახიობსა და არტისტს სერიოზული სასიყვარული ურთიერთობა აქვთ.

"ორივენი ძალიან ბედნიერი გამოიყურებოდნენ ოქტომბრის შუა რიცხვებში, როდესაც ისინი ლოს-ანჟელესში სუშის ბარს ტოვებდნენ. პაპარაცებმა ასევე დაინახეს, რომ ალექსანდრა გრანტი კიანუ რივზს მხარზე თავით დაეყრდნო, როდესაც ისინი სეირნობდნენ",-წერს ბრიტანული ტაბლოიდი The Daily Mail-ი.