Times of israel-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობა ირანის ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაფრთხილების დროს ცვლის, რადგან შემდგომი თავდასხმები შეიძლება საღამოს განახლდეს
"ცაჰალი" მოსალოდნელ თავდასხმამდე 15 წუთით ადრე თავის აპლიკაციაში გაფრთხილებას გამოაქვეყნებს, რომლითაც მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრებთან ახლოს დარჩენის მითითებას მისცემს. ეს იმ მოქალაქეების, ვისაც სახლებში თავშესაფრები არ აქვთ, დროს მისცემს და საზოგადოებრივ თავშესაფრებში გადასვლაში დაეხმარება.
რაკეტის გაშვების დაფიქსირებისას, "ცახალი" თავის აპლიკაციაში ადრეულ გაფრთხილებას გამოაქვეყნებს და მობილური სისტემის გამოყენებით მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლის მითითებას მისცემს.
მათი განმარტებით, ეს მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრის მოსაძებნად დამატებით, დაახლოებით, 10 წუთს მისცემს.