აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს ფედერალური მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ, რითაც ქვეყანაში მთავრობის მუშაობის შეჩერება (შათდაუნი) არჩევნების წინ თავიდან აიცილა.

დროებითი რეზოლუცია მთავრობის საოპერაციო ხარჯებს მიმდინარე დონის შენარჩუნებით 11 დეკემბრამდე აფინანსებს, რათა მოახლოებული არჩევნების პერიოდში შათდაუნი არ მოხდეს.

ინიციატივას წინ უძღოდა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ კანონპროექტის დამტკიცება, რათა ბიუჯეტის დამტკიცებამდე მოსალოდნელი შათდაუნი თავიდან აეცილებინათ.

კანონის მიღება გადამწყვეტი ნაბიჯი იყო, რათა ნოემბრის არჩევნების წინ პოლიტიკური დაძაბულობა და შათდაუნით გამოწვეული სამთავრობო უწყებების პარალიზება არ მომხდარიყო.

ახალი კანონპროექტი ვაშინგტონს დამატებით დროს აძლევს, რომ სრულფასოვანი ბიუჯეტისა და ხარჯების შესახებ საბოლოო შეთანხმებებზე დეკემბრის შუა რიცხვებისთვის იმსჯელონ და მომავალში შესაძლო შათდაუნი ბოლომდე გამოირიცხოს.