აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ხელოვნური ინტელექტის ძალების" სპეციალური სტრუქტურის შექმნა დააანონსა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების საკითხებით დაკავდება. ამის შესახებ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი არ აპირებს ამ დარგის განვითარებისთვის ხელის შეშლას ან მის შეკავებას. ტრამპმა ასევე უარყო მოწოდებები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების შესახებ მანამ, სანამ შეიქმნება უფრო ეფექტური მექანიკა ამ ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკებისგან დასაცავად.

მან პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში დანიშნავს ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელს, რომელსაც "ხელოვნური ინტელექტის მეფე" უწოდა. ტრამპს სხვა დეტალები ან გეგმის განხორციელების ვადები არ დაუსახელებია.

"ხელოვნური ინტელექტი არის მომდევნო სამრეწველო რევოლუცია, მაგრამ მისი გავლენა კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. შესაძლოა, მასზე ჩვენი ქვეყნის მშპ-ს 25%-მდე მოდიოდეს", – დასძინა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურს, აშშ-მა ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩინეთისთვის გასწრება გააგრძელოს.

ტრამპის პუბლიკაცია იმ ფონზე გამოჩნდა, როდესაც იზრდება ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან და ტექნოლოგიაზე სახელმწიფო ზედამხედველობის არარსებობასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეების შესახებ გაფრთხილებების რაოდენობა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასეთი შიშები "მითად" შეაფასა.