პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომში ზავის შეწყვეტას მანამ ახანგრძლივებს, სანამ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები „არ დასრულდება“ -  წერს „სიბიეს ნიუსი“ და დასძენს, რომ ადრე გაკეთებული განცხადების თანახმად, იგი ზავის ვადის გახნგრძლივებას არ აპირებდა.

პრეზიდენტის თქმით, მან ზავის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება პაკისტანის თხოვნით მიიღო. 

შეთანხმების დადების დაგვიანებაში ირანის „სერიოზულად კისერმოტეხილი“ მთავრობა დაადანაშაულა და თქვა, რომ ირანელ ოფიციალურ პირებს მეტ დროს აძლევდა „ერთობლივი წინადადების შესამუშავებლად“.

„სწორედ ამიტომ ვუბრძანე ჩვენს სამხედროებს, გაეგრძელებინათ ბლოკადა და ყველა სხვა ასპექტში მზადყოფნაში დარჩენილიყვნენ და ამიტომ გავაგრძელებ ზავს მანამ, სანამ მათი წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები ასე თუ ისე არ დასრულდება“, - დაწერა პრეზიდენტმა სამშაბათს შუადღისას Truth Social-ზე.

ზავის ვადის გაგრძელების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ირანს საჯაროდ ჯერ არ უპასუხებია. 

ორკვირიანი ზავის ვადა სამშაბათს საღამოს იწურებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში ტრამპმა განაცხადა, რომ ის ოთხშაბათს საღამოს დასრულდებოდა. 

სამშაბათს დილით, კითხვაზე დაუშვებდა თუ არა ზავის გაგრძელებას, თუ მოლაპარაკებები წარმატებული იქნებოდა. პრეზიდენტმა უპასუხა: „მე არ მინდა ამის გაკეთება. ჩვენ დიდი დრო არ გვაქვს“.

აშშ და ირანი ორი კვირის წინ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, რამაც შეაჩერა საომარი მოქმედებები და ორივე მხარეს მეტი დრო მისცა მოლაპარაკებებისთვის.

მაღალი დონის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა აშშ-სა და ირანის წარმომადგენლებთან ისლამაბადში პირველი შეხვედრის შემდეგ, რამაც გააქარწყლა იმედები შემდგომი სიღრმისეული მოლაპარაკებების შესახებ. მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ, ტრამპმა ირანი დაადანაშაულა ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმაში.

ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში: ირანი ბლოკავს გემების გავლას ჰორმუზის სრუტეში, ხოლო შეერთებული შტატები ბლოკავს ირანის პორტებს.