აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, დატოვონ ეს ორგანიზაცია. თავად სასამართლო მან "კონტროლს გამოცლილ ინსტიტუტად და ადამიანთა ჯგუფად, რომლებიც ბოროტებას სჩადიან" მოიხსენია.

თეთრი სახლის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაშინგტონი არ დაუშვებს, რომ შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეები "ანტიამერიკული ტრიბუნალის" წინაშე წარდგნენ.

"მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია, დაუყოვნებლივ ოფიციალურად შეწყვიტოს წევრობა ამ კონტროლიდან გამოსულ ინსტიტუტში", — განაცხადა მან.