ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Sofitel Legend Metropole-ში გაიმართება

1551253929
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შორის მოლაპარაკებები სატუმრო Sofitel Legend Metropole-ში გაიმართება. ინფორმაციას სამხრეთ კორეული სააგენტო Yonhap-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Sofitel Legend Metropole Hotel-ი, რომელიც ჰანოის ცენტრში მდებარეობს, 1901 წელს აშენებული ძვირადღირებული ისტორიული შენობაა.
სასტუმროს ახლოს ასევე ჰანოის ოპერის თეატრი, ვიეტნამის მუზეუმი, ვიეტნამის ისტორიის ეროვნული მუზეუმი და ჰანოის ცენტრალური მოედანია განთავსებული, სადაც მავზოლეუმი და საპრეზიდენტო სასახლე მდებარეობს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 26 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტის თვითმფრინავი ჰანოის აეროპორტში დაეშვა. აეროპორტიდან, დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, სასტუმრო Marriott Hotel- ში გაემგზავრა, სადაც ის სამიტის დროს დარჩება.
კიმ ჩენ ინი, რომელიც ვიეტნამში დაბრონილი პირადი მატარებლით ჩავიდა, სასტუმრო Melia-ში დარჩა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საელჩოსთან ახლოს მდებარეობს.
პირველად, 55 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვიეტნამს პირველად ეწვია.
1964 წელს, კიმ ჩენ ინის ბაბუა, კიმ ირ სენი ჰანოის ეწვია.