აშშ-ის ადმინისტრაციამ სანქციებისგან გათავისუფლების ვადა ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა, რაც რუსული კომპანია Lukoil-ის მიერ მართულ საცალო ბენზინგასამართ სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ოპერირების საშუალებას აძლევს. ამის შესახებ Reuters წერს.

სანქციებისგან გათავისუფლება ვრცელდება დაახლოებით 2000 ბენზინგასამართ სადგურზე ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ამერიკაში და ძალაში იქნება 29 ოქტომბრამდე.

Lukoil ასევე ფლობს დაახლოებით 200 ბენზინგასამართ სადგურს ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიასა და ნიუ-იორკში. ის საავტომობილო საწვავის წამყვანი საცალო ვაჭრობის კომპანიაა მოლდოვასა და ბულგარეთში. კომპანია მართავს დაახლოებით 600 სადგურს თურქეთში და 300-ზე მეტს რუმინეთში.