მილანი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოლო დღეს ჰოკეისტთა ტურნირის ფინალში ერთმანეთს აშშ და კანადა შეხვდნენ.

შეხვედრის პირველ პერიოდში შაიბა ამერიკელებმა შეაგდეს, მეორეში - კანადელებმა, მესამე პერიოდი უშედეგოდ დასრულდა და ჩემპიონის გამოსავლენად გუნდებმა ოვერტაიმში განაგრძეს ბრძოლა, სადაც ჯეკ ჰიუზმა გამოიჩინა თავი და შეერთებული შტატები ნაკრები 1980 წლის შემდეგ პირველად გახდა ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული.

შეერთებული შტატების გამარჯვებამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღფრთოვანება გამოიწვია. მან თავის სოციალურ ქსელში ამერიკელთა გამარჯვებას რამდენიმე პოსტი მიუძღვნა.

„ვულოცავ ჩვენს შესანიშნავ აშშ-ის ნაკრებს შაიბიან ჰოკეიში. მათ ოქრო მოიგეს. ვაუ!“ - დაწერა ტრამპმა და მცირე ხნის შემდეგ დასძინა:

„რა თამაში იყო!!!“ 

„უამრავი გამარჯვება!!!“

 გამარჯვებას ორიგინალურად შეეხმიანა თეთრი სახლი. მის ოფიციალურ X-ზე აიტვირთა ფოტო, რომელზედაც თეთრთავა არწივის კლანჭებში მოქცეულია კანადური ბატი.