ამის შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინა დათანხმდა, რომ არ დაარტყამს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს. რუსეთიც დათანხმდა იმავეს გაკეთებას! დიზელის საწვავის მსოფლიო ფასების ზრდა, პირველ რიგში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომით არის განპირობებული და არა ირანით“, - წერს პრეზიდენტი Truth Social-ზე.

ტრამპის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არც უკრაინაც და არც რუსეთს არ გაუკეთებია. 

ტრამპის პოსტიდან მალევე ლონდონის ბირჟაზე საწვავის ფასებმა კლება დაიწყო და თუ მაგალითად, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი პოსტის გამოქვეყნებამდე ბარელზე 109,5 დოლარი იყო, ამ დროისთვის ფასი 107 დოლარზეა ჩამოსული

მოამზადა რაულ კაპანაძემ