ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.
შეერთებული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოთხშაბათს საღამოს ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა.
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მოწვევით, ტრამპი ჩინეთში 15 მაისამდე დარჩება.
ეს შეერთებული პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩინეთში თითქმის ცხრა წლის განმავლობაში და ტრამპის მეორე ვიზიტი 2017 წლის ნოემბრის შემდეგ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ორი ლიდერი ორმხრივი ურთიერთობების, ასევე გლობალური მშვიდობისა და განვითარების ძირითად საკითხებზე ფუნდამენტურად ისაუბრებენ.




