ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ყოველწლიურ სადილზე „ირლანდიის მეგობრები“ დასწრების დროს გააკეთა.
„მე წავიკითხე მისი განცხადება“, - თქვა ტრამპმა თეთრ სახლში ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინთან წმინდა პატრიკის დღეს გამართულ შეხვედრაზე. „მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის ძალიან სუსტი იყო უსაფრთხოების საკითხში, ძალიან სუსტი ამ საკითხში“.
„კარგია, რომ წავიდა“, რადგან „მან თქვა, რომ ირანი საფრთხეს არ წარმოადგენდა“.
„ირანი საფრთხეს წარმოადგენდა. ყველა ქვეყანა აღიარებდა იმ საფრთხეს, რომელსაც ირანი წარმოადგენდა. საკითხავი ისაა, მზად იყვნენ თუ არა ისინი რაიმე გაეკეთებინათ“, - თქვა ტრამპმა.




