ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „აქსიოსი“ წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შუალედური არჩევნების წინ დაახლოებით მილიონ ამერიკელს სამედიცინო დაზღვევის ზედმეტად გადახდილი თანხებისთვის კომპენსაციას გადაუხდის, - იტყობინება „აქსიოსი“.

კომპენსაციას 30 შტატის მილიონამდე მცხოვრებს 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე გადაუხდიან. თანხები გამოიყოფა 500 მილიონი დოლარიდან, რომელიც, ადმინისტრაციის განცხადებით, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, შენატანების ზედმეტად გადახდის ხარჯზე შეგროვდა.

„ეს ფული ზედმეტად იყო შეგროვებული და უბრალოდ იდო მთავრობის ანგარიშებზე“, — განუცხადა პორტალს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.ჩინოვნიკმა დაამატა, რომ ანაზღაურება ხელმისაწვდომია Obamacare-ის ყველა მონაწილისთვის, რომლებიც პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო დახმარებას არ იღებენ.

წყარო: „აქსიოსი“

მოამზადა რაულ კაპანაძემ