ტოკიოს ჩრდილოეთით, ჩქაროსნული მატარებლის დაჯახების შედეგად 4 მუშა დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ისინი სარკინიგზო ხაზს სარეველებისგან ასუფთავებდნენ. 

ადგილზე მისულ მაშველებს 3 ადამიანი მატარებლის ქვეშ მოყოლილი დახვდათ, ერთი კი - პლატფორმაზე.

ექსპრეს-მატარებელი, რომელიც ინციდენტში ფიგურირებს, იაპონიაში სისწრაფით მეორე ადგილზეა. სარკინიგზო კომპანიის განცხადებით, უსაფრთხოების მეთვალყურეობისა და გაფრთხილების სისტემა სტანდარტულად მუშაობდა, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ავარია.