ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან.
ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები ოქტომბრის შემდეგ პირველად ეწვიენ ალ-ავდასა და ქამალ-ადვანის საავადმყოფოებს.
ღაზაში "ჰამასის" მიერ მართულმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქამალ-ადვანის საავადმყოფოში, სულ მცირე, 15 ბავშვი გარდაიცვალა არასრულფასოვანი კვებისა და გაუწყლოების შედეგად.
"საკვების ნაკლებობის შედეგად 10 ბავშვი დაიღუპა", - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.