კუნძულ ტაივანზე ბოლო 25 წლის განმავლობაში 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.

მიწისძვრა მაგნიტუდით 7.4 ფილიპინების ზღვაში, დედამიწის ზედაპირიდან 35 კმ-ის სიღრმეში, ტაივანის სანაპიროსთან ახლოს, დილის 07:58 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაიღუპა ოთხი, მათ შორის, სამი საფეხმავლო ბილიკზე და ერთი საავტომობილო გვირაბში და დაშავდა 60 ადამიანი.

მაშველების თქმით, ტაივანის აღმოსავლეთი სანაპიროზე მდებარე 100-ათასიან საპორტო ქალაქ ჰუალინში ორი შენობა ჩამოინგრა. ვარაუდობენ, რომ იქ ხალხი იმყოფებოდა.

მიწისძვრას ცუნამის შესახებ გაფრთხილება მოჰყვა ტაივანში, იაპონიასა და ფილიპინებზე, თუმცა მალევე განაცხადეს, რომ ამ მხრივ საშიშროება არ იყო მოსალოდნელი.

ტაივანის დედაქალაქში მეტრომ მუშაობა მცირე ხნით შეაჩერა მუშაობა, მაგრამ ერთ საათში მოძრაობა აღდგა, ხელისუფლებამ მოსახლეობას სთხოვა შეამოწმონ, ხომ არ გამოიწვია მიწისძვრამ გაზის მილების დაზიანება და გაჟონვა.

იაპონია და ტაივანი ევრაზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ფილიპინების და წყნარი ოკეანის ფილაქნების ურთიერთშეხების საზღვრებში მდებარეობენ. პრაქტიკულად უძრავ ევრაზიულ ფილაქანთან მეტად აქტიური ჩრდილო ამერიკის და ფილიპინების ფილაქნების, მათთან კი წყნარი ოკეანის ფილაქნის შეჯახების გამო, ხშირია ძლიერი მიწისძვრები. რისკების მაქსიმალურად შემცირების შეზღუდვის მიზნით, ორივე ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სამშენებლო სტანდარტებია დაწესებული.