ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანი ბადალიანმა, საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა

„რუსეთის ელჩი სომხეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო წერილი გადასცეს, რომელშიც სახელმწიფო მედია ჰოლდინგის გადაცემაში გაკეთებული განცხადებების გამო ღრმა აღშფოთება იყო გამოთქმული. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს განცხადებები სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის მიუღებელ ხელყოფას წარმოადგენს, მტრულ ქმედებაა და უხეშად არღვევს სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპებს“,  - აღნიშნა პრესმდივანმა.

რუსმა ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ „სომხეთის დაკარგვა რუსეთის ინტერესებში არ შედის და რუსეთმა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით სპეციალური სამხედრო ოპერაცია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მისი გავლენის სფეროში არსებულ ტერიტორიებზეც უნდა ჩაატაროს“.