ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ტელეგრამ-არხ Mash-ზე დაყრდნობით იუწყებიან.

რუსმა სპეციალისტებმა სომხეთიდან შესულ მარწყვში საშიში პესტიციდი ტებუკონაზოლი აღმოაჩინეს. ის ანადგურებს ენდოკრინულ სისტემას და აკრძალულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში.

მარწყვი მოსკოვში, ასევე მოსკოვის ოლქსა  და ტულის რეგიონში უნდა გაყიდულიყო. მარწყვში ტრიფლოქსისტრობინის და ტებუკონაზოლის შემცველობაზე ტესტირება 21 აგვისტოს ჩატარდა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, წონით ოთხი ტონა მარწყვის პარტია საშიში პესტიციდებით დაბუინძურებული აღმოჩნდა.  აღმოაჩინეს.

ტრიფლოქისტრობინი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქტიულობაზე, ტებუკონაზოლიანი პრეპარატები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროების მეორე კლასს („ძლიერ საშიში") მიეკუთვნებიან. შემოწმებისას დადგინდა, რომ სომხური მარწყვში ეს პესტიციდი 0,152 მგ/კგ ოდენობით იყო. ტებუკონაზოლის თუნდაც მინიმალური რაოდენობის შემცველობა პროდუქტს არაუსაფრთხოს ხდის.