პირველი მაისის ღამით სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ღამის ცვლაში საცხობში მტვირთავად მუშაობდა. მან ამით ღამით და სადღესასწაულო დღეებში მომუშავეთა მიმართ მხარდაჭერა და პატივისცემა გამოხატა.

„დამთავრებულია! ღამის ცვლა წარმატებით დასრულდა, სხვადასხვა ცომეული მიწოდებულია, სამუშაო შესრულებულია. დღეს, შრომის დღეს, ადამიანი განსაკუთრებულად აცნობიერებს შრომის და ხელობის ფასეულობას. ვამაყობ იმით, რომ ჩემს სამსახურში ადამიანებისთვის სრულად ვიხარჯები - ისე, როგორც უნდა იყოს კიდევაც“, - დაწერა ფიცომ სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში რობერტ ფიკომ განაცხადა, რომ სამსახურის განმავლობაში მან რამდენიმე ქარხანა და საწარმოო ობიექტი მოინახულა და განსაკუთრებით მოხიბლული დარჩა მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის არსებული ნდობით. 

„ეს ფიზიკურად მძიმე სამუშაოა. ძალიან ვაფასებ ყველას, ვინც ამას აკეთებს“, - თქვა მან.

ღამის ცვლაში მუშაობის დაწყებამდე მან მომუშავე პერსონალის ანაზღაურების საკითხი წამოჭრა და გაუსვა ხაზი გაუსვა მინიმალური ხელფასის შემდგომი გაზრდის აუცილებლობას, რაც, მისი თქმით, პირდაპირ გავლენას ახდენს ღამის მუშაობისთვის დანამატზე და შვებულებაზე და  კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2026 წლის მინიმალური ხელფასი 915 ევრო იქნება და მიზანია მისი თანდათანობით 1000 ევრომდე გაზრდა.