აშშ თავის ყველა მოკავშირეს ეტყვის: „ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენ წინააღმდეგ“, – ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა „სიენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბესენტის თქმით, დროა, აშშ-ის მოკავშირეებმა და დანარჩენმა მსოფლიომ გადაწყვეტილება მიიღონ.
„თუ თქვენ მოისურვებთ [ირანთან] საქმიანი ურთიერთობის ქონას, ან ფულის გადარიცხვას, მათი ნავთობის შეძენას, ან საზღვაო გზით გემებით გადაზიდვებს, მაშინ აშშ-ის ხაზინა და აშშ-ის მთავრობა… მთელ ძალას გამოიყენებს თქვენს წინააღმდეგ იძულების აღსასრულებლად“, – თქვა ბესენტმა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მტკიცებით, ვაშინგტონი ირანის რეჟიმის დამხობას აპირებს.




