პარიზის საბავშვო ბაღებში სკანდალია — სექსუალური ძალადობის ეჭვით 132 აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა.
პარიზის მე-17 ოლქის ერთ-ერთ საჯარო საბავშვო ბაღთან გამართულ შეხვედრაზე, პარიზის მერმა ემანუელ გრეგუარმა განაცხადა, რომ 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე პარიზში კლასგარეშე აქტივობების (გახანგრძლივებული ჯგუფების) 132 ანიმატორს უფლებამოსილება შეუჩერდა. მათგან 52-ის შემთხვევაში საქმე სექსუალური ან სექსისტური ძალადობის ეჭვს ეხება.
მერმა ასევე აიღო ვალდებულება, რომ გადაუდებელი ზომების მიღების გარდა, შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია. აღნიშნულ კომისიას ყოფილი მაგისტრატი (მოსამართლე) ანტუან გარაპონი უხელმძღვანელებს და მისი მიზანი კლასგარეშე აქტივობების სისტემაში არსებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოვლენა იქნება.











