სირიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ბიძაშვილს, სულეიმან ასადს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
როგორც სამართალდამცავი უწყებები იუწყებიან, ბრალდება მძიმე დანაშაულებს, მათ შორის მკვლელობასა და ძალადობრივ ქმედებებს უკავშირდება. წლების განმავლობაში ასადის ოჯახის წევრები ქვეყანაში სრული დაუსჯელობით სარგებლობდნენ, თუმცა პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ვითარება შეიცვალა.
სულეიმან ასადს ბრალი ედება გახმაურებულ დანაშაულებში, რომლებსაც ის წარსულში, ოჯახური გავლენების გამოყენებით ახორციელებდა.
მოსამართლემ სრული მტკიცებულებათა ბაზის გათვალისწინებით უმაღლესი ზომის სასჯელი — სიკვდილით დასჯა გამოიტანა.




