დამასკომ და მოსკოვმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, სირიის სანაპიროზე რუსული ყოფნა 3 თვეში რეორგანიზდება: სამოქალაქო ობიექტები სახელმწიფოს გადაეცემა, სამხედრო ბაზები კი ერთობლივ სასწავლო ცენტრებად გადაიქცევა
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ განაცხადა.
მემორანდუმი ითვალისწინებს სირიის სანაპიროზე რუსული ყოფნის რეორგანიზაციას. პროცესი 3 თვეში უნდა დასრულდეს.
შეთანხმების მიხედვით, სირიის მთავრობა აიღებს კონტროლს სამოქალაქო ობიექტებზე. კერძოდ, ხმეიმიმის აეროპორტსა და ტარტუსის პორტში მეოთხე კომერციულ ნავმისადგომზე. ეს ობიექტები სირიის სამოქალაქო მმართველობის სისტემაში ინტეგრირდება.
რაც შეეხება სამხედრო ბაზებს, ისინი ფუნქციას იცვლიან. ხმეიმიმი და ტარტუსი სამხედრო ბაზებიდან ორი ქვეყნის ერთობლივ პროფესიული განვითარების ცენტრებად.
SANA-ს ცნობით, მოლაპარაკებები 1.5 წელი გრძელდებოდა. საგარეო უწყების შეფასებით, ეს არის "სირია-რუსეთის ურთიერთობებში ახალი ფაზის" დასაწყისი.
წყარო: SANA / Hawar News. მასალა დაამუშავა რაულ კაპანაძემ




