რიკსდაგმა მისცა ხმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის 14 წლამდე შემცირებას.

მიღებული კანონით 14 წელს მიღწეულ ბავშვებს შეიძლება მიესაჯოთ თავისუფლების აღკვეთა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში გაუპატიურება და იარაღის დამამძიმებელ გარემოებებში გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის თავდაპირველად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის 13 წლამდე შემცირება სურდა, მაგრამ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და მკვლვარების მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ პარლამენტში კანონპროექტის მხარდამჭერი უმრავლესობის მოპოვება სათუო გახდა და ეს წინადადება უკან გაიწვია.

პარლამენტმა ასევე გადაწყვიტა არასრულწლოვანი დამნაშავეებისთვის მსუბუქი სასჯელების გაუქმება. ახლა, 18 წლამდე ასაკის პირებს შეიძლება მიესაჯოთ 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა

კანონპროექტს მხარი რიკსდაგის 281 წევრმა დაუჭირა, 66 წინააღმდეგი იყო 2 წევრი კი კენჭისყრას არ ესწრებოდა.

წყარო: aftonbladet/publikt/SVT Nyheter

მოამზადა რაულ კაპანაძემ