შვედეთმა გრენლანდიაში სამხედროები გაგზავნა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა.
ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები კუნძულზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
"ისინი რამდენიმე მოკავშირე ქვეყნის ჯგუფის ნაწილი არიან. ერთად მოემზადებიან დანიური წვრთნების "ოპერაცია არქტიკული გამძლეობის" მომავალი ფაზებისთვის", - წერს კრისტერსონი X-ზე.
Några officerare från den svenska Försvarsmakten anländer idag till Grönland. De ingår i en grupp från flera allierade länder. Tillsammans ska de förbereda kommande moment inom ramen för den danska övningen Operation Arctic Endurance. Det är på förfrågan från Danmark som Sverige…
— Ulf Kristersson (@SwedishPM) January 14, 2026
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა ჩართული ჯარისკაცების რაოდენობა ან რომელი ქვეყნები შეუერთდნენ წვრთნებს.




