29 ნოემბერს, შუაღამისას, ბევრ ქვეყანაში "შავი პარასკევი“ დაიწყო.
ამ დღესთან დაკავშირებით, სავაჭრო ცენტრები შუაღამემდე მუშაობენ. მომხმარებლები დაბალი ფასების გამო, სასურველი ნივთის შესაძენად რამდენიმე საათის განმავლობაში რიგში დგანან ან მაღაზიის გახსნას დილიდან სულმოუთქმენლად ელიან.
ეს ტრადიცია ამერიკიდან იღებს სათავეს, სადაც გრანდიოზული გაყიდვები მადლიერების დღესასწაულზე იწყება.