აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ პოლ ენგელმაიერმა ილონ მასკსა და მისი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს დროებით შეუზღუდა სახაზინო დეპარტამენტის გადახდის სისტემებთან წვდომა.
გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც 19 შტატის დემოკრატი გენერალური პროკურორის კოალიციამ შეიტანა სარჩელი.
მოსამართლემ თქვა, რომ არსებობს კონფიდენციალური ინფორმაციის არასწორად გამჟღავნების რისკი.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მასკმა და მისმა გუნდმა შეიძლება შეაფერხოს ფედერალური დაფინანსება ჯანდაცვის კლინიკებისთვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის, კლიმატის ინიციატივებისთვის და რიგი სხვა პროგრამებისთვის.
ასევე დოკუმენტის თანახმად, თავის მხრივ, ტრამპმა შესაძლოა გამოიყენოს საიდუმლო ინფორმაცია თავისი პოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად.
მოსამართლის განცხადებით, გარდა ამისა, დეპარტამენტის წვდომა ამ სისტემებზე ქმნის კიბერუსაფრთხოების რისკს - დაუცველობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ცალკეული შტატებისა და აშშ-ის მოქალაქეების დაფინანსების დიდ რაოდენობას.




