საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევთანაზიის გამოყენების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. კანონი გასულ კვირას საკონსტიტუციო საბჭომ დაამტკიცა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილება საფრანგეთს საშუალებას მისცემს, შეუერთდეს ნიდერლანდებს, ბელგიას, შვეიცარიასა და კანადას, სადაც ეს პრაქტიკა უკვე დააკანონეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე მიესალმა საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც მაკრონის პრეზიდენტობის მეორე ვადის ერთ-ერთ მთავარ სოციალურ რეფორმად ითვლება.

"გადაწყვეტილება სამაგალითო დემოკრატიულ დებატებს ასრულებს და კანონი უზრუნველყოფს ჩვენი თანამოქალაქეების აუცილებელ დაცვას", - აღნიშნავენ ელისეის სასახლეში.

ცნობისთვის, მრავალწლიანი დებატების შემდეგ, პარლამენტმა ივლისში მიიღო კანონპროექტი, რომელიც განუკურნებელი დაავადების მქონე ზოგიერთი ზრდასრული ადამიანისთვის ევთანაზიის უფლებას აწესებს.