პარიზში დემონსტრანტები საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პარიზის ქუჩებში ათიათასობით დემონსტრანტი საპენსიო რეფორმას აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ავტომობილები გადაწვეს. პოლიციელებთან დაპირისპირების შემდეგ, სამართალდამცველებმა დემონსტრანტები დააკავეს. საპროტესტო აქციები პარიზის გარდა საფრანგეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში იმართება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილი სპეციალური უფლებამოსილება გამოიყენა, რომლითაც სადავო კანონი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღეს. ახალი, სადავო კანონის მიხედვით, მინიმალური საპენსიო ასაკი საფრანგეთში 62-დან 64 წლამდე გაიზრდება.