საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის კანონპროექტს დიდი უპირატესობით დაუჭირა მხარი.
კანონპროექტს, რომელსაც მხარს ასევე უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, კენჭი 21 ივლისს უყარეს.
ეროვნულ ასამბლეაში კანონპროექტს მხარი დაუჭირა 279-მა წევრმა, ხოლო წინააღმდეგი იყო 81.
„მე ამის ვალდებულება ავიღე და მასზე კენჭისყრა დაწყებულია – სოციალური მედია 15 წლამდე ასაკის პირებისთვის, რომლებიც სკოლაში ბრუნდებიან აიკრძალება. მადლობა პარლამენტარებს. გადაწყვეტილების მიღება საკონსტიტუციო საბჭოს გადასაწყვეტია, შემდეგ კი ვიმოქმედოთ, რათა ჩვენი შვილები ონლაინ სივრცისგან დავიცვათ“, – დაწერა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საფრანგეთი ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფოა, რომელშიც მსგავსი ტიპის აკრძალვა ოფიციალურად შემოიღეს.
Je m’y étais engagé, c’est désormais voté : les réseaux sociaux seront interdits aux moins de 15 ans à la rentrée. Merci aux parlementaires. Au Conseil constitutionnel de statuer puis place à l’action pour rendre cette mesure concrète et protéger nos enfants en ligne. pic.twitter.com/jC79unxX67
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) July 21, 2026




