რუსულმა ჯარებმა ოდესასა და ოდესის ოლქზე მასშტაბური სარაკეტო-სადრონო იერიში მიიტანეს. თავდასხმის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სასურსათო საწყობები და სავაჭრო ობიექტები გახდა. 

იერიშის შედეგად ქალაქში მდებარე ორი მსხვილი სამშენებლო ჰიპერმარკეტი — "ეპიცენტრი" დაიბომბა, რის გამოც, მასშტაბური ხანძრები გაჩნდა.  

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის (ОВА) ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, დაზიანებულია აგრეთვე კერძო საცხოვრებელი სახლები, გაზის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ობიექტები.  

ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. კომპანია "ეპიცენტრის" წარმომადგენლებმა დაადასტურეს ორივე ობიექტის დაბომბვა, ხოლო ინფორმაცია დაშავებულებისა და ზუსტი ზარალის შესახებ ამჟამად ზუსტდება.