რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი ღამის საჰაერო შეტევა განახორციელეს. სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმების ძირითადი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი — კიევი და ქალაქი კრივოი-როგი გახდა. თავდასხმის შედეგად, არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქზე განხორციელებული კომბინირებული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი მინიმუმ ექვსამდე გაიზარდა. დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და საწარმოო ობიექტები. ყველა დაზარალებული შესაბამისი სამედიცინო დახმარებითაა უზრუნველყოფილი.
უკრაინის დედაქალაქში მტრის თავდასხმას ნგრევა და ხანძრები მოჰყვა. ქალაქში დაფიქსირდა ჩამოვარდნილი ნამსხვრევები, რომელთა გამოც, რამდენიმე ლოკაციაზე გაჩნდა ცეცხლი. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები, მეხანძრეები და მედიკოსები მუშაობენ.




