ხერსონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის იერიშს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები ემსხვერპლნენ. თავდასხმა დილის საათებში, ქალაქ კორობელის რაიონში მოხდა, სადაც დრონმა მოძრავ სამარშრუტო მიკროავტობუსს დაარტყა.

ინციდენტის შედეგად ადგილზე ოთხი ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, დაშავდა კიდევ ხუთი პირი — მათ შორის, ოთხი ქალი და მიკროავტობუსის 58 წლის მძღოლი. დაშავებულებს ტრავმები აღენიშნებათ და ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ადგილობრივი პროკურატურისა და პოლიციის ცნობით, მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება ომის დანაშაულის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები ადგილზე განაგრძობენ მუშაობას.