სამშაბათს ღამით რუსებმა მორიგი იერიში მიიტანეს ბალისტიკური რაკეტებით პოლტავის ოლქში მდებარე ნავთობგაზის კომპლექსის ობიექტზე და მის პრაქტიკულად სრულად გამოიყვანეს მწყობრიდან, - იუწყება „უკრაინსკა პრავდა“.

ეს ობიექტი უკვე მრავალჯერ გახდა რუსული თავდასხმების სამიზნე - როგორც დრონების, ისე რაკეტების მეშვეობით. მისი აღჭურვილობა დიდი ხანია და ხანგრძლივი ვადით არის მწყობრიდან გამოსული.დაბომბვის დროს სულ მცირე ხუთი რაკეტა მოხვდა ტექნოლოგიურ ობიექტებს, რომლებიც ისედაც უკვე დიდი ხანია გაჩერებულია და არ მუშაობს.

ამ დარტყმის შედეგად გამოწვეული ნგრევა, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის ობიექტის აღდგენასა და ფუნქციონირებას.

„უკრაინსკა პრავდა“ მკითხველს შეახსენებს, რომ 2026 წლის დასაწყისიდან რუსები „ნაფტოგაზის“ ობიექტებს თავს 250-ზე მეტჯერ დაესხნენ. 

მოამზადა რაულ კაპანაძემ