ვიმუშავებთ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, როდესაც ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევაზე, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს.
"აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება, რომელიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თეთრ სახლში ბრუნდება, ამერიკელების უკმაყოფილებას გამოხატავს, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის შედეგების, ისე დემოკრატიული პარტიის საარჩევნო პროგრამის მიმართ. რუსეთი იმუშავებს ახალ ადმინისტრაციასთან, როდესაც ის რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მხარს დაუჭერს და ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა დასახული მიზნის მიღწევაზე. ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში კარგადაა ცნობილი", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს უკვე 277 ელექტორალური ხმა აქვს და შესაბამისად ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. კამალა ჰარისს კი 224 ხმა აქვს. 1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდება.