ასეთი განცხადება რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა, მედიასთა საუბრის დროს გააკეთა.
რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ნავთობის ფასების ზრდის გამო რუსეთის ბიუჯეტი დამატებით 200 მილიარდ რუბლს მიიღებს.
„ჩვენ მას (დამატებით შემოსავალს ბიუჯეტში) ველოდებით. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში შემოსავლების შემოსულობების და მიუღებელი შემოსავლების დონე ერთნაირია. საუბარია დაახლოებით 200 მილიარდი რუბლზე (200 მლრდ რუბლი =~2,67 მლრდ დოლარს - „აიპრესი“)“- თქვა ანტონ სილუანოვმა.




