სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ლიეტუვა და ლატვია არ აძლევენ უფლებას მის თვითმფრინავს მათი საჰაერო სივრცით ისრაგებლოს, რათა 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში ჩავიდეს. ამის შესახებ ფიცომ Facebook-ზე განაცხადა.

ფიცოს თქმით, ორმა ევროპულმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ მის თვითმფრინავს საკუთარ საჰაერო სივრცეში არ გაატარებს.

"ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე განაცხადეს, რომ მოსკოვში ჩვენი გამგზავრების დროს თავიანთ ტერიტორიებზე ფრენის უფლებას არ მოგვცემენ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს თავიანთ ტერიტორიებზე ფრენის უფლებას არ აძლევენ", – განაცხადა ფიცომ.

ამასთან, ფიცო აცხადებს, რომ ალტერნატიული მარშრუტის პოვნას შეძლებს.

"დარწმუნებული ვარ, სხვა მარშრუტს ვიპოვი, როგორც ეს შარშან მოხდა, როდესაც ესტონეთმა ჩვენი გეგმები ჩაშალა", - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.