ბრიუსელში მომთხოვნი სამიტი კარგად არ დაიწყო. აეროპორტში კიბეებიანმა მანქანამ ჩვენი თვითმფრინავი იმდენად დააზიანა, რომ ის აღარ არის ვარგისი ფრენისთვის და აქ უნდა დავტოვოთ. - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სოციალურ ქსელ X-ში წერს.
"დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან შეხვედრამ, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობენ, სკეპტიკური განწყობით ჩაიარა
განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვუცხადე სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელიც განზრახ არ დაესწრო ამ სამიტს, რათა გაეპროტესტებინა ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ სერბეთისადმი უსამართლო მოპყრობა.
სერბეთი სუვერენული ქვეყანაა და მისი პრეზიდენტი სუვერენული პოლიტიკოსი - რაც ევროკავშირში განსაკუთრებით კარგად არ ეგუებათ. სერბეთს ევროკავშირში გაწევრიანების სულ უფრო და უფრო მეტი პირობა ეძლევა, რათა მისი შესვლა რაც შეიძლება დიდხანს გადაიდოს, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებულ ქვეყანაა.
ორმაგი სტანდარტები ევროპული პოლიტიკის ტიპიური მახასიათებელია. ერთი მხრივ, დიდი მოთამაშეები უკრაინას ევროკავშირში უბიძგებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის აბსოლუტურად მოუმზადებელია; მეორე მხრივ, სერბეთს კავშირში გაწევრიანებაში ხელს უშლიან, რადგან ის ზედმეტად ამაყი, თავდაჯერებული და სუვერენულია. ალექსანდრ ვუჩიჩი და და სერბ ხალხს ყოველთვის ექნება ჩემი მხარდაჭერა." - წერს ფიცო.
DAMAGED AIRCRAFT AND A CONTROVERSIAL SUMMIT ON EU ENLARGEMENT, WHICH THE SERBIAN PRESIDENT A. VUČIĆ RIGHTLY DID NOT ATTEND IN PROTEST. THIS IS HOW WE STARTED TODAY IN BRUSSELS…
— Robert Fico 🇸🇰 (@RobertFicoSVK) December 17, 2025
The demanding summit in Brussels did not get off to a good start. At the airport, a vehicle with… pic.twitter.com/0rcrLUK0t9








