უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს, ჯონ რეტკლიფს ირლანდიაში შეხვდა, — ამის შესახებ Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. ერთ-ერთი მათგანის თქმით, შეხვედრა შენონის აეროპორტში შედგა.

ზელენსკი და რეტკლიფი არაფორმალურ გარემოში ესაუბრნენ ერთმანეთს მათი თვითმფრინავების საწვავით შევსების დროს, — დასძინა მეორე წყარომ. რა განიხილეს მათ, არ ზუსტდება. შეხვედრის შესახებ ოფიციალურად არც CIA-ს და არც უკრაინის ხელისუფლებას არ განუცხადებია.

25 აგვისტოს CIA-ს ხელმძღვანელი მოსკოვში დაუგეგმავი ვიზიტით ჩაფრინდა. The Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირადად დაავალა რეტკლიფს რუსეთის დედაქალაქში გამგზავრება ისე, რომ ამ მისიის შესახებ თავისი თანაშემწეებისთვის და სამხედრო მეთაურებისთვის არ შეუტყობინებია. WSJ-ის წყაროების ცნობით, რეტკლიფმა მოსკოვში უკრაინასთან ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლება განიხილა და კრემლს ირანის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდა.