ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მომდევნო კვირას რუსეთში გამგზავრებას და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
ვიზიტი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ჩინეთის მთავრობამ შუამავლის როლის მორგება სცადა და მიზნად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა დაისახა, რასაც უკრაინასა და დასავლეთში, სკეპტიკურად უყურებენ.
ვლადიმერ პუტინმა თებერვალში განაცხადა, რომ სი ძინპინის ვიზიტი შეთანხმებული იყო, თუმცა კონკრეტული დრო არ დაუსახლებელია. ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ ჩინეთის ლიდერი რუსეთს უფრო გვიან ესტუმრებოდა.
შესაძლო ვიზიტის შესახებ, პეკინსა და მოსკოვში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.