ასეთი განცხადება ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამის არხზე გაკეთა
„მეგობრებო, ღამე რთული გამოდგა და ფრენებმა დრო არ მომცა აქ ჩემი პოზიციის გამეხმოვანებინა ამ საზიზღარ ღალატზე!
ყველაფერი, რაც ხდება, არის ზურგში დანის ჩარტყმა და ნამდვილი სამხედრო ამბოხი!"
თავის მიმართვაში რამზან კადიროვი აღნიშნავს, რომ პრიგოჟინის ქმედება რუსეთის პრეზიდენტმა შეაფასა როგორც სამხედრო აჯანყება და აცხადებს:
„მე სრულად ვუჭერ მხარს ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის თითოეულ სიტყვას!"
მისი თქმით, „ის, რაც ხდება, არ არის ულტიმატუმი თავდაცვის სამინისტროს წინაშე. ეს არის გამოწვევა სახელმწიფოსთვის და ამ გამოწვევის წინააღმდეგ აუცილებელია ეროვნული ლიდერის ირგვლივ სამხედროების, უსაფრთხოების ძალების, გუბერნატორების და მშვიდობიანი მოსახლეობის გაერთიანება".
„ჩეჩნეთის რესპუბლიკაში თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გვარდიის მებრძოლები დაძაბულობის ზონებში უკვე გაემგზავრნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ რუსეთის ერთიანობა და დავიცვათ მისი სახელმწიფოებრიობა!
აჯანყება უნდა ჩაახშო და თუ ამას მკაცრი ზომები სჭირდება, მაშინ ჩვენ მზად ვართ!" - წერს ჩეჩნეთის მეთაური თავისი ტელეგრამის არხზე.