შეგვიძლია, რობერტ ფიცოს რუსეთში ვიზიტი ვაპატიოთ, თუ უკრაინისთვის დახმარებას განბლოკავს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ წავიკითხე პრემიერ-მინისტრ ფიცოს ინტერვიუ. ის მართლაც ძალიან პოზიტიურად ჟღერდა. ის უკრაინისთვის დახმარებას თუ განბლოკავს, მაგრამ ასევე რუსეთში წავა, შესაძლოა, ვაპატიოთ“, – განაცხადა სიკორსკიმ ვარშავაში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე.

მისივე თქმით, ელოდება, რომ უნგრეთის ახალი მთავრობა უკრაინის დახმარებაზე ვეტოს მოხსნის.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში გაემგზავრება, თუმცა სამხედრო აღლუმს არ დაესწრება.