ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკების და მასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, „ფოქს ნიუსის“ პროგრამა „ჰენიტის“ წამყვან შონ ჰენიტისთვის მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების ან სხვა „სერიოზული შედეგების“ დაწესებისგან თავს შეიკავებს და თქვა, რომ ვლადიმერ პუტინთან მისი დღევანდელი შეხვედრა „ძალიან კარგად“ წარიმართა.
„იმის გამო, რაც დღეს მოხდა, მგონია, რომ ახლა ამაზე არ უნდა ვიფიქრო“ - განუცხადა ტრამპმა „ფოქას ნიუსის“ წამყვანს და დასძინა:
„შეიძლება ორ ან სამ კვირაში ამაზე ფიქრი მომიწიოს, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ გვჭირდება“.