რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ „აშშ-სა და რუსეთს შორის დიალოგის ხელშეწყობის ლიდერობისთვის“ ამერიკის სავაჭრო პალატის ჯილდო მიიღო.
ამის შესახებ დმიტრიევმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ამჟამად, რუსეთში 150-ზე მეტი ამერიკული კომპანია ოპერირებს, რომელთა 70%-ზე მეტი 25 წელზე მეტია, ფუნქციონირებს. ბაიდენის პოლიტიკის გამო, ამერიკულმა კომპანიებმა რუსეთში 300 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი დაკარგეს“, – დაწერა დმიტრიევმა.





