რუსეთი გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა იარაღს უკრაინის წინააღმდეგ და არ დაუშვებს, რომ უკრაინამ მიიღოს ბირთვული იარაღი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კიევისთვის ბირთვული იარაღის დაბრუნების განცხადებები მხოლოდ მათ შეუძლიათ გააკეთონ, ვინც პასუხისმგებლობას არ გრძნობს თავისი ქვეყნებისა და მთლიანად მსოფლიოს ბედზე.
"თუ ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ, ფაქტობრივად, ახლა საომარ მოქმედებებში ვართ, ხდება ბირთვული ძალა, რა უნდა გავაკეთოთ? ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ და გამოვიყენებთ ყველაფერს – მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო – ზუსტად რუსეთის ხელთ არსებულ განადგურების ყველა საშუალებას. ყველას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ მათ ყოველ ნაბიჯს. ეს იყო საბჭოთა კავშირის ძალიან მაღალტექნოლოგიური, ინდუსტრიულად განვითარებული რესპუბლიკა, მაგრამ ყველაფერი დაკარგულია ან თითქმის ყველაფერი, რითაც საბჭოთა უკრაინა იამაყებდა", – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.