ამის შესახებ ინფორმაციას „სკაი ნიუსი“ ავრცელებს.
დიდი მანჩესტერის გორტონის და დეიტონის საარჩევნო ოლქში მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ „გამანადგუირებელი მარცხი“ განიცადა.
ლეიბორისტებმა პირველად თითქმის ასწლიან პერიოდში ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება მანჩესტერის გორტონის და დეიტონის საარჩევნო ოლქში. მეტიც, მათ „მწვანეები“ და „რეფორმების პარტიის“ მომდევნო მესამე ადგილი დაიკავეს.
პრემიერმინისტრმა კიმ სტარმერმა დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები არის „ძალიან იმედგამაცრუებელი“, თუმცა, შეეცადა დაერწმუნებინა ლეიბორისტული პარტიის დეპუტატები, რომ „მწვანეებს“ არ აქვთ რესურსები და ვერ შეძლებენ „ეს გამარჯვება მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმეორონ“.
აღსანიშნავია, რომ დამკვირებელმა ორგანიზაციამ არსებული 45 უბნიდან მის მიერ შერჩეული 22-დან 15 უბანზე „ოჯახური ხმის მიცემის“ (ერთი ოჯახის ან ოჯახური მეურმეობის წევრების მიერ საარჩევნო კაბინაში ერთდროულად შესვლა და ბიულეტენში სასურველი კანდიდატის შემოხაზვა. ისჯება კანონით - „აიპრესი“) ფაქტი დააფიქსირა.
„დიდი ბრიტანეთის არჩევნების მონიტორინგის ჩვენი 10-წლიანი ისტორიის განმავლობაში ოჯახური კენჭისყრის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა“, - განაცხადა დამკვირებელმა ორგანიზაციამ.
არჩევნების შედეგები „სექტანტობისა და თაღლითობის“ გამარჯვება იყო, დაწერა X-ზე ნაიჯელ ფარაჯმა. მისი პარტიის კანდიდატმა „მწვანეების“ კანდიდატთა 4400 ხმით წააგო.
მეოთხე ადგილზე კონსერვატორების კანდიდატი გავიდა.
ნაიჯელ ფარაჯმა „ოჯახური ხმის მიცემის“ შესახებ განცხადებით დიდი მანჩესტერის პოლიციას და საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა.
ცნობისთვის, შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული ანა სპენსერი პარტიის წევრია 2022 წლიდან. ის ინგლისის და უელსის მწვანეების პარტიას ძაღლების რბოლის წინააღმდეგ გამოსვლების პროცესში შეუერთდა. 2026 წელს მან განაცხადა, რომ ძალიან აღშფოთებული იყო იმით, რომ ძალიან მდიდრებსა და ყველას შორის არსებული უფსკრული სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.
2024 წელს სპენსერი მანჩესტერის მერის პოსტზე იყრიდა კენჭს. მაშინ მან ხმების 6,9% მიიღო და მეხუთე ადგილზე გავიდა.
ჰანნა სპენსერმა სწავლა 16 წლის ასაკში შეწყვიტა. 2008 წელს სანტექნიკი გახდა და მალე ბოლტონის კოლეჯში პროფესიონალური კვალიფიკაცია მიიღო. 2026 წლის თებერვლში მებათქაშის კურსებზე დაასრულა სწავლა.




