აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა 29 აპრილს განაცხადა, რომ პენტაგონმა უკრაინის დასახმარებლად $400 მილიონი გამოყო, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელმა სენატორმა, მიტჩ მაკკონელმა დეპარტამენტი ფინანსების შეფერხების გამო Washington Post-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში გააკრიტიკა. 

"დეპარტამენტი ცნობს, რომ ევროპული შესაძლებლობების განვითარებისთვის $400 მილიონი გამოიყო და გუშინდელი დღის მდგომარეობით ეს თანხა გამოყოფილია," განაცხადა ჰეგსეთმა დემოკრატი კონგრესმენის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად. 

მოგვიანებით პენტაგონის ფინანსურმა კონტროლიორმა, ჯულს ჰერსტმა, დააკონკრეტა, რომ დახმარება ჯერჯერობით "კონტრაქტით გათვალისწინებული არაა, მაგრამ გამოყოფილია, რათა კონტრაქტი დაიდოს". 

ხოლო კითხვაზე, როდის იქნება შესაძლებელი, რომ ეს თანხა უკრაინამ ბრძოლის ველზე გამოიყენოს, ჰერსტმა განაცხადა, რომ "ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იყიდიან ისინი ამ თანხით."

"ჩვენ რჩევებს ევროპული სარდლობის მეთაურებისგან მივიღებთ, ამ სახსრებს საუკეთესო მიზნებისთვის ვიყენებთ," დაამატა მან. 

ცნობისთვის, გასულ წელს სენატმა $900-მილიარდიანი ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) მიიღო, რომელიც უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 400-400 მილიონი დოლარის გამოყოფასაც მოიცავდა.