აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში აშშ-ის გამარჯვების შესახებ განაცხადა.
პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ჰეგსეთმა ისაუბრა, თუ რამდენად "ისტორიული" იყო ამერიკული ოპერაცია "ეპიკური მრისხანება" ირანის წინააღმდეგ.
"ოპერაცია "ეპიკური მრისხანება" იყო ისტორიული და გამანადგურებელი გამარჯვება ბრძოლის ველზე", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისტორია შექმნა,
"ირანი თავად გვევედრებოდა ამ ზავს და ეს ყველამ ვიცით. როგორც პრეზიდენტმა დღეს თქვა, ეს დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის. ირანს ეს სურს. მათ უკვე საკმარისი ნახეს", - განაცხადა ომის მდივანმა.







