ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული გამოცემა Telex-ი აქვეყნებს.
ეროვნულმა ასამბლეამ 139 მომხრე ხმით, თავშეკავებულებისა და წინააღმდეგობის გარეშე, შეაჩერა პეტერ მადიარის იმუნიტეტი, რომლის წინააღმდეგაც შესაძლოა დაიწყოს გამოძიება ქურდობის ეჭვით.
2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ, 21 ივნისს, გამთენიისას, ბუდაპეშტში მდებარე ღამის კლუბ „ეტკერტში“ მადიარი ეჩხუბა მამაკაცს, რომელიც მას ვიდეოს უღებდა. მადიარმა მოულოდნელად გამოსტაცა ტელეფონი დაზარალებულს ხელიდან და შემდეგ ის დუნაიში გადააგდო. მოგვიანებით ტელეფონი წყლიდან მყვინთავების დახმარებით ამოიღეს.
2024 წლის სექტემბერში გენერალურმა პროკურატურამ მიმართა ევროპარლამენტს პარტია „ტისას“ (Tisza) დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით, თუმცა ევროპარლამენტმა უარი თქვა და ცენტრალურმა საგამოძიებო სამმართველომ წარმოება შეწყვიტა. მას შემდეგ, რაც მაისში საქმე უნგრეთის პარლამენტს გადაეცა, გამოძიება განახლდა და ახლა პროკურატურამ კვლავ მიმართა უნგრეთის პარლამენტს დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით.
მადიარმა საკუთარი ფრაქციის წევრებს სთხოვა, მხარი დაეჭირათ მისი იმუნიტეტის შეჩერებისთვის. მან განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ახლაც ზუსტად ისევე მოიქცეოდა, როგორც მაშინ.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




